fbpx
კრიმინალი

ათენი: 8 წლიანი პატიმრობა 15 წლის გოგოს საკუთარი დედის მკვლელობისთვის

აგია ვარვარას ტერიტორიაზე 2020 წლის ნოემბერში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საბერძნეთი შეძრა. 15 წლის გოგომ, თავის რუმინელ შეყვარებულთან ერთად, საკუთარი დედის მკვლელობა დაგეგმა და ვინაიდან ეს ყველაფერი მარტოებმა ვერ განახორციელეს, თავიანთ ბერძენ მეგობარს, 17 წლის ბიჭს მიმართეს დახმარების თხოვნით.

როგორც ცნობილია, ქალს არასრულწლოვნებმა დანით მინიმუმ 50 ჭრილობა მიაყენეს, ძირითადად ყელის არეში, რის შედეგადაც ქალი, ფაქტობრივად, წამებით გარდაიცვალა. მიზეზი იყო ის, რომ 15 წლის გოგოს დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და უშლიდა 17 წლის რუმინელთან ყოფნას. აქედან გამომდინარე, ქალის მოშორება და პარალელურად, მისი გაძარცვა გადაწყვიტეს.

ირკვევა, რომ სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოიპარეს 10.000 ევრო, რომელიც ოჯახს მანქანის გაყიდვის შედეგად ჰქონდა აღებული.

როგორც 15 წლის გოგო ამბობს, ის უშუალოდ არ მონაწილეობდა მკვლელობის პროცესში, თავის ოთახში იყო და მხოლოდ დედის ყვირილი ესმოდა, ხოლო შემდეგ მისი მეგობრები შევიდნენ და უთხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა.

სასამართლომ სამივე არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

onalem

ტესტ