fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: 26 წლის ქალს საკუთარი 6 თვის შვილის სიკვდილამდე ცემაში ედება ბრალი

საზარელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ქალი საკუთარი შვილის სიკვდილამდე მიყვანაშია ბრალდებული.

ინციდენტი იოანინაში 10 თებერვალს მოხდა. 6 თვის ბიჭუნა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა ჩატარდა, დააადგინეს, რომ ახალშობილი ცემისგან მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

პროკურატურამ გასცა 26 წლის ქალის დაკავების ორდერი, მას ბრალად საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობა ედება.

საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებული კი ოფიციალურ ჩვენებას ორშაბათს მისცემს.

onalem

ტესტ