fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პროკურატურის ძაღლმა 32 წლის ბერძენის სახლში მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინა

ნარკოტიკებტან ბრძოლის განყოფილების ოფიცრებმა ალექსანდროპულში, 32 წლის ბერძენის სახლის სარდაფში, დიდი რაოდენობით მარიხუანა აღმოაჩინა. ისინი ძებნას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აწარმოებდნენ, რომელმაც პოლიცია აღნიშნულ ოთახამდე მიიყვანა.

შეპარდის მიერ აღმოჩენილი მარიხანა მინის ქილებში იყო მოთავსებული, რომელთა საერთო რაოდენობა 918.4 გრამია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სარდაფი აღჭურვილი იყო ყველაფრით, რაც საჭიროა მარიხუანას პლანტაციების მოსავლელად: რეფლექტორები, ვენტილატორები, წყლის ტუმბო და ა.შ.

ამავე ტერიტორიაზე იპოვეს 0,80 სმ სიმაღლის ნერგები, რომელიც 32 წლის ბერძენმა გაზარდა.  პოლიციის მიერ ჩამორთმეულ იქნა ყველა ზემოაღნიშნული. დამნაშავე კი ალექსანდროპულის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ