fbpx
საბერძნეთი

აქცია კარანტინის & პირბადეების წინააღმდეგ: დაპირისპირება და ჩხუბი თესალონიკშიც (კადრები)

14 თებერვალს, ათენის მსგავსად, საპროტესტო აქცია თესალონიკშიც გაიმართა, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჩხუბი წარმოიშვა.

აღნიშნული აქციაც მიმართული იყო კარანტინისა და პირბადეების წინააღმდეგ. მონაწილეები თეთრ კოშკთან შეიკრიბნენ, მიტანილი ჰქონდათ ბერძნული დროშები და სხვადასხვა სლოგანები.

სიტუაცია მაშინ გართულდა, როდესაც მათ ოფიცრებს სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს, ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა დაკავებებიც.

იხილეთ, თუ რა ვითარება იყო თესალონიკში:

 

onalem

ტესტ