fbpx
კრიმინალი

ათენი: სანაგვეზე ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

კოლონოს გარეუბანში, ნაგვის ერთ-ერთ ურნაში ადამიანის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც უკვე გახრწნის პროცესში იყო – თითქმის მხოლოდ ძვლები.

ბერძნული მედიის განცხადებით, ჩონჩხი ხალიჩაში იყო გახვეული. ვიღაცამ აშკარად გახსნა ხალიჩა, რადგან ძვლები ხალიჩიდან გადმოყრილი და სანაგვე ყუთში მიმოფანტული იყო. ზოგიერთი ძვალი განცალკევებული იყო ტანისგან.

მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩონჩხი ნაგავში სამედიცინო ფაკულტეტის რომელიმე სტუდენტმა გადააგდო.

პოლიცია, სასამართლოს ექსპერტები და კორონერი (ოფიციალური პირი , რომელიც ვალდებულია გამოიკვლიოს სიკვდილის ძალადობის შემთხვევები) ადგილზე მივიდნენ საქმის გამოსაძიებლად.

ინციდენტის ადგილზე გადაღებული ფოტოების ატვირთვა ჩვენი მხრიდან არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან სურათი ძალიან მძიმეა.

ადამიანი, რომლის სხეულის ნაწილებიც გადაყარეს, დაახლოებით 2 წლის გარდაცვლილია.

onalem

ტესტ