fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციისა და კოვიდით დაავადების სერთიფიკატების შემოწმების დასასრული საბერძნეთში – რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და ხმამაღლა განაცხადა, რომ მაისიდან დახურულ სივრცეებში აღარ შემოწმდება ვაქცინაციისა და კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

პლევრი განმარტავს, რომ შესაძლოა აპრილის თვე ჯერ კიდევ გარკვეულ შეზღუდვებში გავატაროთ, მაგრამ მთავრობა ცდილობს, რომ მაისის თვიდან მოსახლეობა ნელ-ნელა დააბრუნოს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში და ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ზომები მოიხსნას.

პლევრი დასძენს, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატები სამუდამოდ არ უქმდება და მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ ისინი საჭირო აღარ იქნება. ვაქცინაცია აუცილებელია კორონავირუსისგან დაცვისთვის და არა იმისთვის, რომ აღნიშნული ცნობის აღება შეძლონ. მინისტრმა განმარტა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატების მოქმედების ვადები ერთი და იგივე გახდეს.

იხილეთ ნაწყვეტი დილის გადაცემიდან:

onalem

ტესტ