fbpx
კრიმინალი

“მანო ჩემს ბრალდებას მიემხრობა, რადგან ეშინია, თვითონ და მისი მამა ციხეში არ აღმოჩნდნენ” – რულა პისპირიგუ

მას შემდეგ, რაც რულა პისპირიგუ მეუღლეს, მანო დასკალაკის ესაუბრა, ასაჯაროვებს აღნიშნული საუბრის დეტალებს და შესაბამისად, დასკალაკის პოზიციას. შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი ამბობს, რომ ქმარი მიემხრობა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რადგან ეშინია, ის და მისი მამა ციხეში არ ჩასხდნენ.

რულა STAR-თან ამბობს, რომ როდესაც ქმარს ჰკითხა, თუ ხვდებოდა, სად აღმოჩნდა, თავად მანომ კითხვა შეუბრუნა: “გინდა, რომ შენთან ერთად მე და მამაჩემიც დაგვაკავონ?!” პისპირიგუ ამ კითხვამ “გააოცა” და ჰკითხა, სერიოზულად ამბობდა თუ არა.

ქალი იმასაც დასძენს, რომ მანოს დასკალაკიმ უთხრა: “რაც ჩემი თვალით ვნახე, იმას ვიტყვი. ამის იქით კი, არაფერი ვიცი. სამსახურიდან გამათავისუფლეს.”

როგორც ირკვევა, დასკალაკის ცოლის ნახვის სურვილი არ აქვს.

onalem

ტესტ