fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი გარდაცვალება გამოძიების ობიექტივში – ქალს, რომლის სახლშიც ცხოვრობდნენ, ცოლ-ქმრის ეშინოდა

რულა პისპირიგუსა და მანო დასკალაკის ოჯახის გარშემო იდუმალებით მოცულ მოვლენებს საზღვარი არ აქვს. გამოძიების ობიექტივში მოექცა კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ასევე უჩვეულოა და ბევრი კითხვაა დარჩენილი უპასუხოდ.

საუბარია 69 წლის ქალბატონზე, რომლის კუთვნილებაში არსებულ სახლშიც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ამ ქალბატონთან დაახლოებული პირი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და აცხადებს, რომ ვინაობის გამხელა არ სურს, მაგრამ იტყვის ყველაფერს, რაც იცის.

როგორც ირკვევა, 69 წლის ქალთან მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, მანოსა და რულას მისთვის უნდა მოევლოთ და ხშირად მოენახულებინათ ხოლმე, სანაცვლოდ კი, შეეძლოთ მის ბინაში ეცხოვრათ. რაც დრო გადიოდა, მითუმეტეს ცოლ-ქმრის პირველი შვილის გარდაცვალების შემდეგ, 69 წლის ქალბატონს მათდამი შიში გაუჩნდა. მოწმის თქმით, ეშინოდა, რომ რაიმეს დაუშავებდნენ, რადგან ძალიან შეიცვალა როგორც რულას, ასევე მანოს ქცევები და გრძნობდა, რომ არ აინტერესებდათ მისი მდგომარეობა.

არსებული ცნობებით, ქალბატონის გარდაცვალების მიზეზად საშვილოსნოს სიმსივნეა მითითებული, თუმცა, პატრას უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს ამ დეტალშიც ეჭვი შეაქვს.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ქალბატონი ბოლო 4-5 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც რულა და მანო გაიცნო, საჭმელს მუდმივად უკვეთავდა, ხოლო როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ ამზადებდა სახლში, პასუხობდა, რომ ეშინოდა და არავის ენდობოდა.

არსებობს ცნობები, რომ ქალი გარდაცვალების შემდეგ სწორედ მანომ და რულამ დაკრძალეს პატრას ა’ სასფლაოზე, მაგრამ ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ის არ დაუკრძალიათ და მოხდა ცხედრის კრემაცია. ცოლ-ქმარი მის სახლში ცხოვრებას განაგრძობდა ქალის გარდაცვალების შემდეგაც, ხოლო ბინის ქირას არასოდეს იხდიდნენ.

 

onalem

ტესტ