fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“არაჩვეულებრივი დედა იყო, როცა ბავშვზე მეურვეობა მამას მიენიჭა, თავზე კონტროლი დაკარგა” – კლონდიანა ცელოს მეგობარი

ხალანდრში მკვლელობის მცდელობისა და ბავშვის გატაცების ბრალდებით დაკავებული კლონდიანა ცელოს მეგობარი მედიასთან პირველად საუბრობს.

ქ-ნ კომისა ამბობს, რომ ცელოს 20 წელია იცნობს, მაგრამ მისთვის შოკისმომგვრელია არსებული მდგომარეობა, ვინაიდან ის ახსოვს, როგორც მშვიდი, გაწონასწორებული ქალი, რომელიც არაჩვეულებრივი დედა იყო.

“კლონდიანა 20 წლის წინ გავიცანი, მაშინ მოდელებად ვმუშაობდით. ყოველთვის ულამაზესი, მშვიდი და სერიოზული ქალი იყო. მოდელობის გარდა, ხატვითაც იყო დაკავებული და ამის გამო ბევრ კარგ სამუშაოზეც კი თქვა უარი. 

როდესაც ბავშვი გაუჩნდა, შედარებით გაიშვითდა ჩვენი კომუნიკაცია, მაგრამ ვიცი, რომ ის არაჩვეულებრივი დედა იყო. ბავშვზე ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა მისთვის. ნათქვამი ჰქონდა, რომ ექიმთან პრობლემები ჰქონდა და რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი შვილად აღიარა, მის წართმევას ცდილობდა. კლონდიანამ საკუთარ თავზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც ბავშვზე მეურვეობა მამას მიანიჭეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ შეიცვალა მისი ქცევა. 

ჩანდა, რომ ეს მდგომარეობა მას რაღაც ქმედებამდე მიიყვანდა. როცა დედას შვილს ართმევ, ცხადია, რომ ის გულხედაკრეფილი არ დაჯდება. ახლა შეიძლება ჩანს, რომ კლონდიანა ცუდია და ყველაფერი მის წინააღმდეგაა, მაგრამ არც მან გამოიარა მარტივი ცხოვრება. მკვლელი არ არის, მაგრამ გული გაუტყდა. მასთან საუბრისას არასოდეს იფიქრებდით, რომ არაადეკვატური იყო. ყოველთვის ნორმალურად იქცეოდა, თავს უვლიდა და შთამბეჭდავი ქალი იყო,” აცხადებს კომისა.

onalem

ტესტ