fbpx
პოზიტივი

კაფე ფლორინაში, სადაც მამაკაცებს მხოლოდ ქალბატონებთან ერთად უშვებენ

ფლორინაში საუცხოო კაფე მდებარეობს, რომლის განსაკუთრებულობაც იმაშია, რომ იქ მამაკაცები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ თან ქალი ახლავთ.

კალერგის 4-ში არსებულ კაფეს ქალბატონი ფლორა სტერგიუ ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ ამ წესით მუშაობა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ როდესაც შესვლის მსურველ მამაკაცებს თავაზიანად უხსნი პირობებს და აცნობ მუშაობის პოლიტიას, ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება. ქალი იმასაც დასძენს, რომ ადგილობრივმა მამაკაცებმა უკვე იციან ამ წესის შესახებ და მუდმივად ქალბატონების თანხლებით მიდიან.

სტერგიუ სამი ვაჟის დედაა, რომელთაც ახლა უკვე საკუთარი ცხოვრება აქვთ. როგორც ამბობს, მას შემდეგ, რაც შვილები სახლიდან სწავლის მიზნით წავიდნენ, დაფიქრდა, რომ უნდა ეკეთებინა რაღაც, რაც იქნებოდა უჩვეულო და არა ისეთი, როგორიც გვხვდება ყოველ ნაბიჯზე და ამავე დროს, დრო კარგად გაეტარებინა. სწორედ მაშინ, 2014 წელს, მოუვიდა იდეა, რომ მსგავსი კაფე გაეხსნა.

კაფე ორიგინალურად გამოიყურება და ძირითადად ხე და მარმარილო ჭარბობს. იმ ნივთებმა, რაც იქაურობას განსაკუთრებულს ხდის: ქუდები, ავეჯი, სანათები და ქსოვილი, ქ-ნ ფლორას ხელში გაიარა და მეუღლეც დაეხმარა, რომ ყველაფერი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორიც სურდა.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ