რას შეეწირა ბერძნული “ნიჭიერის” 22 წლის მონაწილის სიცოცხლე?!
საზოგადოება შეძრა 22 წლის ალექსანდროს ციალტას გარდაცვალებამ, რომელმაც თავი პროექტ “ნიჭიერში” გამოსვლით დაგვამახსოვრა. ის გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლა კი, მისი სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.
22 წლის ალექსის სიცოცხლე, სავარაუდოდ, დენის დარტყმამ შეიწირა. თმის საშრობი ფენი სახელდება “მკელელ იარაღად,” რომლიდანაც ბიჭს დენმა დაარტყა.
ეს არის ერთადერთი ვარაუდი, რომელსაც ამ დროისთის პოლიცია ეყრდნობა. თუმცა, ექსპერტიზა ჯერ კიდევ წინ არის.
ალექსანდროს ციალტა ლარისადან, კერძოდ კი, კარპენისიდან იყო. ის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და განსაკუთრებით იყო გატაცებული ცეკვით.