fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამინდი კვლავ იცვლება – კონტრასტი, რომელიც ქვეყანას “ორად გაჰყოფს”

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, შაბათ-კვირას საბერძნეთში ამინდი კვლავ იცვლება და წარმოდგენილი იქნება კონტრასტი, რომელიც ქვეყანას “ორად გაჰყოფს”.

კერძოდ, უქმეებზე საბერძნეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში ძლიერი ქარი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა იქნება.

გამომდინარე მტვრის მაღალი ინტენსივობიდან, მოსალოდნელია ტალახიანი წვიმა. თავდაპირველად ნალექი ნავარაუდევია იონიის ზღვის კუნძულებზე, შემდეგ ფენომენი ნელ-ნელა გავრცელდება თესალიისა და დასავლეთ მაკედონიის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ტემპერატურას, მხოლოდ ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით დაიკლებს.

ათენში შაბათ-კვირას მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ნალექის გარეშე, ჰაერი შაბათს 22, ხოლო კვირას 18 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმები და ელჭექი. ასევე მაღალი იქნება მტვრის კონცენტრაცია ჰაერში, რაც ხილვადობას გაართულებს. ტემპერატურა ქალაქის ცენტრში 18 გრადუსს მიაღწევს.

 

onalem

ტესტ