fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კამერები საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელებში

გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა სახის განცხადებას აკეთებს მონაცემთა დაცვის სააგენტო საცხოვრებელი ბინების შესასვლელებში კამერების დაყენების საკითხთან დაკავშირებით.

მათი განცხადებით (No 5/2017), კამერის დაყენება საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელებში კანონიერია, თუ კამერა არ იწერს ხმას. ასევე, აკრძალულია კამერაზე აღბეჭდილი მასალის რომელიმე ვებ-გვერდზე განთავსება, მესამე ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ჩვენება და ასევე, საგამოძიებო სამსახურისთვის წარდგენა.

ასევე, კამერა უნდა აფიქსირებდეს მკაცრად განსაზღვრულ ტერიტორიას. მხოლოდ მდებარეობის შესაბამისი კარის სივრცეს. დაუშვებელია კამერაზე ჩანდეს ლიფტისა და კიბეების ტერიტორია.

მონაცემთა დაცვის სააგენოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაუშვებელია აუდიო ჩანაწერებზე წვდომა, ვინაიდან, ეს განიხილიბა როგორც პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება.

onalem

ტესტ