fbpx
საბერძნეთი

ჯანმრთელობისთვის საშიში ქაბაბი საბერძნეთის სუპერმარკეტებში

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტომ გასცა მოთხოვნა, გაყიდვიდან ამოიღონ კონკრეტული პროდუქტი, რომელიც საბერძნეთის სუპერმარკეტებში აქტიურად იყიდება.

საუბარია გაყინულ ქაბაბზე, ΜΠΙΦΤΕΚΙ ΤΥΠΟΥ ΚΕΜΠΑΠ ΚΑΤΕΨΥΓΜΕΝΟ, ვადის გასვლის თარიღით: 06/10/2022.

აღნიშნულ პროდუქტში შემოწმების შედეგად აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სალმონელას ბაქტერია, რაც საკვებს ადამიანისთვის უვარგისს ხდის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ უკვე შეიძინეს აღნიშნული ქაბაბი, ნუ მიირთმევენ მას.

onalem

ტესტ