fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაცია სახლებში მისვლით – საბერძნეთის მთავრობა კერძო ექიმებს დახმარებას სთხოვს

საბერძნეთის მთავრობა კერძოდ მომუშავე ექიმებს დახმარებას სთხოვს. საუბარია ვაქცინაციაზე, სახლში მისვლით, რისთვისაც დამატებითი პროფესიონალი პერსონალია საჭირო.

საუბარია მოსახლეობის იმ ნაწილის აცრაზე, რომელთაც არ შეუძლიათ ვაქცინაციის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მისვლა, განსაკუთრებული მიზეზების გამო, ამიტომ საჭიროა პერსონალი, მობილური ჯგუფი, რომელიც მათ ბინაზე მოემსახურებათ.

კერძო ექიმებს ვაქცინაციის მსურველთა მიღება შეეძლებათ საკუთარ კლინიკებში, თუკი ამის სურვილს გამოთქვამენ, რათა ფართო იყოს აცრის გაკეთებისთვის განკუთვნილ დაწესებულებათა არჩევანი.

საბერძნეთში ვაქცინაცია კვლავ არჩევითია და არა სავალდებულო, თუმცა, შემზღუდველი ზომები აუცრელი პირებისთვის უკვე აშკარაა და როგორც მთავრობა აცხადებს ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ამ მცირე ნაწილის გამო კარანტინი ვერ გამოცხადეება, შესაბამისად, საჭიროა შეზღუდვები მათთვის, ვინც ვაქცინას ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს.

onalem

ტესტ