fbpx
საბერძნეთი

ათონის მთაზე ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ ათონის მთაზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არქიმანდრიტმა ბართოლომეომ გააკეთა განცხადებები, რომ წმინდა ადგილას ანტივაქსერული კამპანია მიმდინარეობს, თანაც ფანატიკურ დონეზე.

საუბარია სასულიერო პირებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მრევლზე და ექსტრემალური რიტორიკით ცდილობენ, დაარწმუნონ ისინი, უარი თქვან კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე.

თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელმა ბრძანა წინასწარი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ სასულიერო პირებს ჩვენების მისაცემად გამოიძახებენ, რათა ანტივაქსერული კამპანიის გამავრცელებელთა ზუსტი ვინაობა გამოვლინდეს და შესაბამისად, დადგინდეს, არიან თუ არა ისინი დამნაშავენი.

არქიმანდრიტმა საგამოძიებო სტრუქტურებს პირველად ΕΡΤ-ის საშუალებით მიმართა და განაცხადა, რომ სამედიცინო თემა სასულიერო თემად აქციეს და ეს დიდი შეცდომაა.

“ახლა, როცა ჩვენს გარშემო სიკვდილის სუნი დგას, არა მარტო ათონის მთაზე, არამედ მთელ მსოფლიოში, არ შეიძლება ყურები დავიცოთ,” განაცხადა მან.

onalem

ტესტ