fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კიდევ უფრო მკაცრი აკრძალვები არავაქცინირებულებს, თუ ზომები არ იმუშავებს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე დევს კიდევ უფრო მკაცრი აკრძალვების გეგმა, იმ შემთხვევისთვის, თუ ამჟამად მიღებული ზომები არ იმუშავებს.

რას ნიშნავს ეს?!

როგორც მთავრობის წარმომადგენლები ტელეკომპანიასთან აცხადებენ, ამ ეტაპისთვის რაიმე დამატებითი ზომები ძალაში არ შედის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში განიხილავენ გეგმას B, რომელიც მოსახლეობის არავაქცინირებულ ნაწილს შეეხება.

ამ მომენტისთვის მიმდინარეობს დაკვირვება, რათა ნათელი გახდეს რამდენად ეფექტურია და რამდენად მუშაობს 6 ნოემბრიდან ამოქმედებული აკრძალვები. თუ დასკვნა ნეგატიური იქნება, მთავრობის წევრები არ მიიჩნევენ წარმოუდგენლად, რომ აუცრელები ერთგვარ კარანტინში მოექცნენ. უფრო ზუსტად იგულისხმება, რომ მათ არ ჰქონდეთ არანაირი სოციალური აქტივობის განხორციელების საშუალება, არც სწრაფი ტესტის გაკეთების შედეგად.

დიდი ალბათობით მოსახლეობის ამ ნაწილს თავისუფალი წვდომა მხოლოდ აფთიაქებზე, საცხობებსა და სუპერმარკეტებზე ექნება და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში შესვლა არ შეეძლებათ, თუნდაც ტესტი ჰქონდეთ გაკეთებული.

ეს არის სცენარი ყველაზე უკიდურესი შემთხვევისთვის, თუ ჯანდაცვის სისტემა კვლავ ნგრევის პირას მივა.

onalem

ტესტ