fbpx
საბერძნეთი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის ქონება საბერძნეთში დააყადაღეს – გაყინულია მისი ოჯახის წევრების აქტივებიც

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის ქონება დააყადაღეს. აღნიშნული ბრძანება გასცა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედმა ორგანომ, უზენაესი სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილების შესაბამისად.

არსებული ცნობებით, კაილის გარდა, გაყინულია მისი ოჯახის წევრების, მშობლებისა და მეუღლის აქტივებიც. საბერძნეთში კაილისა და მის მეუღლეს უძრავი ქონების კომპანია ჰქონდათ.

როგორც ხარალამბოს ვურლიოტი აცხადებს, ბელგიაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედმა ორგანომ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაუყოვნებლივ მიეღო შესაბამისი ზომები, ვინაიდან კაილის ოჯახის საბერძნეთში არსებული ქონება, აქტივები, ანგარიშები, კომპანიები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ უკანონო საქმიანობასთან და ამ საქმიანობის შედეგს წარმოადგენდნენ.

როგორც Bild იუწყება, ევა კაილის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული სკანდალია მთელი ევროპის მასშტაბით.

onalem

ტესტ