fbpx
კრიმინალი

23 წლის გოგონას მკვლელობა მარუსში: “კონტროლი დავკარგე, როცა მითხრა, რომ აღარ შევხვედროდით”

მარუსში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გარდაცვლილია 23 წლის გოგონა, რომელიც გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, არაჩვეულებრივი სტუდენტი და გამორჩეულად ზრდილობიანი ადამიანი იყო – ასე ახასიათებენ მას ოჯახის ახლობლებიცა და მეზობლებიც.

როგორც უკვე ცნობილია, ის 17 წლის გოგომ მოკლა, რომელთანაც მეგობრობდა და ხშირად მასპინძლობდა სახლში, ვინაიდან მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მხარდაჭერა სჭირდებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი არ იყვნენ დიდი ხნის მეგობრები. მკვლელობაში ბრალდებული სპეციალურ დანიშნულებას იღებდა, ფსიქიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად, თუმცა, ბოლო პერიოდში წამლებს აღარ სვამდა და სავარაუდოდ, მდგომარეობა გაუუარესდა.

“თავზე კონტროლი დავკარგე, როდესაც მითხრა, რომ აღარ უნდოდა შევხვედროდით. გონება დამებინდა და მოვკალი,” ეს იყო ერთადერთი განცხადება, რომელიც მან დაკავების შემდეგ გააკეთა, მაგრამ როგორც ირკვევა, ის ამ დრომდე ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რომ ოფიციალური ჩვენების მიცემა არ შეუძლია.

17 წლის გოგოს ოჯახი ადასტურებს, რომ ის სერიოზული ფსიქიკური პრობლემების წინაშე დგას.

onalem

ტესტ