fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ათენი წყნარად იყოს, თორემ ჩვენი რაკეტები იქამდე თავისუფლად სწვდება” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი არათუ არ წყვეტს საბერძნეთის მიმართ პროვოკაციებს, არამედ ღიად ემუქრება უკვე უშუალოდ ათენსაც. ერდოღანი აცხადებს, რომ TAYFUN რაკეტები საბერძნეთის დედაქალაქს თავისუფლად მისწვდება და პარალელურად, ცდილობს, რომ თავი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუპატიჟებელ შუამავლად წარმოაჩინოს, მას შემდეგ, რაც კვირას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ერდოღანი თავის განცხადებაში აღნიშნავს: “ათენს ჩვენი რაკეტების ეშინია. TAYFUN-ის რაკეტები ათენს ნამდვილად მიაღწევს, იმ შემთხვევაში, თუ წყნარად არ იქნება.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანმა ამ ტიპის რაკეტებზე გააკეთა აქცენტი. ზუსტად 1 თვის წინ მან ისაუბრა სარაკეტო სისტემის აგების შესახებ, რომელიც აღწევს 561 კილომეტრზე, ანუ ფარავს ამ მანძილს უპრობლემოდ და ირონიით დასძინა, რომ ბერძნები ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ პანიკაში ჩაცვივდნენ.

“ჩვენი რაკეტების ცდებმა ბერძნები პანიკაში ჩააგდო. ვაგრძელებთ სარაკეტო სისტემის განვითარებას და მისი დიაპაზონის გაზრდას. რა თქმა უნდა, წუხან ბერძნები, რადგან ჩვენ ათენსაც ვაღწევთ,” განაცხადა პრეზიდენტმა,

onalem

ტესტ