fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა მარუსში: 17 წლის გოგომ 23 წლის მეგობარი დანით მოკლა და პოლიციაში დარეკა

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი ამბის შესახებ იუწყება, რომელიც მარუსში მოხდა. ალექსანდრე დიდის ქუჩაზე მდებარე ბინაში 23 წლის გოგონა მოკლული იპოვეს – მას სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგო თავისმა 17 წლის მეგობარმა მოკლა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და წამლებს იღებს.

ჩანს, რომ მეგობრებმა იკამათეს, რაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 17 წლის გოგომ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის გამოც 23 წლის გოგონა დაიღუპა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამნაშავე მსხვერპლთან ცხოვრობდა. პოლიციას მან თავად შეატყობინა ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

onalem

ტესტ