fbpx
საბერძნეთი

არჩევნები 2023: ათენში საჯარო ტრანსპორტი 21 და 22 მაისს განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს

გამომდინარე საარჩევნო დღეებიდან, 21 და 22 მაისს, ათენში საჯარო ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს. ცხადია, თანამშრომლებს ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ, შესაბამისად, მათ ექნებათ შვებულება და ტრანსპორტიც, შესაბამისად, იმოძრავებენ ნაკლები სიხშირით.

რაც შეეხება ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს, ისინი გამოივლიან გაცილებით დიდი ინტერვალებით, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებზე მატარებლების რეისებს შორის ინტერვალი იქნება 10-15 წუთი, ასევე, ტრამვაიც იმოძრავებს ყოველ 15 წუთში.

მეტროს 1-ლი ხაზი (ტრენო/ილეკტრიკო) იმოძრავებს ყოველ 7,5 წუთში ერთხელ 23:00 საათამდე, ხოლო შემდეგ ყოველ 15 წუთში ერთხელ.

 

onalem

ტესტ