fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გველგესლამ დაკბინა ქალი, რომელსაც ის სკოლის ტერიტორიიდან გაჰყავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის გველგესლამ თესალონიკის ერთ-ერთ სკოლასთან დაკბინა, როდესაც მის იქიდან გაყვანას ცდილობდა.

როგორც ირკვევა, საუბარია მოხალისეზე, რომელიც ქვეწარმავლების სპეციალისტია და შესაბამის დაწესებულებაში მუშაობს. მათ მიიღეს ზარი, რომ სკოლაში დიდი ზომის გველი იპოვეს და დახმარება ითხოვეს. ქალი ადგილზე მივიდა, მაგრამ როდესაც გველგესლას გალიაში ჩასმას ცდილობდა, დაკბინა.

ქალმა ანაფილაქსიური შოკი მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე შეაერთეს. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს, მაგრამ სტაბილურს.

39 წლის მოხალისის დედა ამბობს, რომ მან კარგად იცოდა საკუთარი საქმე, რადგან სპეციალური წვრთნა ჰქონდა გავლილი, თუმცა, ცხადია, ასეთი შემთხვევებისგან დაცული არავინ არის.

ქალი იმედოვნებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან ექიმებმა სწორი დანიშნულება მისცეს და ყველაფერს აკეთებენ მის გადსარჩენად.

onalem

ტესტ