fbpx
საბერძნეთი

ომონია: მამაკაცი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ომონიის ტერიტორიაზე, პოლიციის განყოფილებაში მოხდა.

აღნიშნულ უბანში მდებარე ავტოსადგომიდან პოლიციაში შევიდა ზარი, რომ იქ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იყო და პოლიციის დახმარება სჭირდებოდათ. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა სანამ გამოფხიზლდებოდა, უსაფრთხოდ ყოფილიყო.

გაურკვეველ ვითარებაში მამაკაცი, რომელიც როგორც მედია იუწყება, გერმანელია, განყოფილების მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება დაიწყო, რათა ინციდენტის გარემოებები დადგინდეს.

 

onalem

ტესტ