fbpx
საბერძნეთი

მატის დაუსრულებელი ტრაგედია: ტყუპი გოგონები ბებია-ბაბუის მკლავებში დაიწვნენ

მატის ტრაგედიას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, ბოლო არ უჩანს. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ, რომლებსაც ნელნელა პოულობენ. ამჯერად, ბერძნული მედიის მიხედვით, 9 წლის ტყუპ გოგონებს დნმ-ის ანალიზის საშუალებით მიაგნეს. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, თუ რა მდგომარეობაში იპოვეს ტყუპი ბავშვების ცხედრები.

ოჯახის კერძო დეტექტივის ინფორმაციით, 9 წლის ვასილიკი და სოფია პილიპოპულუები თავიანთ ბებია-ბაბუასთან ერთად, მათთან ჩახუტებულები დაიწვნენ. ეს არის ტრაგედია, რომელიც სიტყვებით გადმოუცემელია.

მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი გოგონების მშობლებმა დნმ-ის ნიმუში ჩააბარეს, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაპოვნი გვამები სწორედ მათ ეკუთვნით. ბავშვების ბებია-ბაბუაც გაუჩინარებულ ადამიანთა სიაში იყვნენ. საბოლოოდ ისინი ერთად იპოვეს.

გარდაცვლილი გოგონების ოჯახის ახლო მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ისინი სიკვდილმაც კი ვერ დააშორა.”

გოგონების ძებნამ საერთაშორისო სახე მიიღო, რადგან მათმა მამამ თავდაპირველად ივარაუდა, რომ ისინი ერთ-ერთ სამაშველო გემზე იყვნენ, რომლითაც ხალხი წყლიდან ამოიყვანეს. თუმცა, კადრების გადამოწმების შედეგად, მისი აზრი არ დადასტურდა.

ახლა კი ცნობილია, რომ მცირეწლოვანი ტყუპები 87 გარდაცვლილ ადამიანს შორის არიან.

onalem

ტესტ