fbpx
საბერძნეთი

ომონია, კოლონო, სეპოლია – ქირის ფასები ათენში საშუალოდ 600 ევრო, რაც უკვე “იაფად” ითვლება

ათენში ქირის საფასურმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და როგორც ჩანს, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო არარეალური ხდება. სამწუხაროდ, საბერძნეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ბინის მეპატრონეს უკრძალავს ქირის გაზრდას რაიმე კონკრეტული ვადით ან პროცენტული მაჩვენებლით, შესაბამისად, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ ბინა, რომელიც ძალიან ძველია, რემონტის გარეშეა და უამრავი პრობლემა აქვს, გააქირავოს იმ ფასად, რაც მას სურს.

საინტერესოა, რომლებია ათენის ყველაზე “იაფი” უბნები ქირის თვალსაზრისით, რამდენია საშუალოდ ქირის საფასური და პირიქით, სად გვხვდება ყველაზე ძვირი ბინები.

ამ ეტაპზე უბნები, სადაც ბინის ქირაობა ყველაზე იაფია, არის: სეპოლია, კოლონო-ომონიის ტერიტორია და პატისიონი, ასევვე რიზუპოლი და აგიოს ელეფთერიოს. თუ ბინის ქირაობა გვსურს, რომელიც მინიმუმ 75 კვადრატული მეტრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საშუალოდ საფასური 600 ევროს შეადგენს.

რაც შეეხებათ ყველაზე ძვირ უბნებს, 1,200 ევრომდე ადის ქირის საფასური, თუ გსურთ კოლონაკში ან ლიკავიტოზე იცხოვროთ და ბინა მინიმუმ 75 კვ. მეტრი იყოს.

აღსანიშნავია, რომ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა როგორც ქირავნობის, ასევე, ყიდვა-გაყიდვის თვალსაზრისითაც.

onalem

ტესტ