fbpx
საზოგადოება

“დანაკარგი არ იზომება, ყველა მძიმეა! მამაჩემი არაჩვეულებრივი ადამიანი და მენციერი იყო” – ფეი სკორდა

როგორც უკვე ცნობილია, ფეი სკორდას მამა რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. ფეი, ცხადია, რამდენიმე დღის მანძილზე ეკრანებზე არ ჩანდა, მაგრამ დღეიდან უკვე შეუდგა მუშაობას და ყველას უღრმესი მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისა და მისი ტკივილის გაზიარებისთვის.

“კარგ კვირას გისურვებთ! მინდა მადლობა გადაგიხადოთ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. მძიმე წუთები არსებობს და არსებობს უბრალოდ მძიმეზე კიდევ უფრო მძიმე წუთები. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო რთულ სიტუაციაში არიან, ვიდრე მე. დანაკარგს, იქნება ეს მოულოდნელი, თუ მოსალოდნელი, არ აქვს ასაკი, არ იწონება და იზომება, ყველა მძიმეა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ბავშვი კარგად იყოს, რადგან არიან ბავშვები, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ ყველა ძლიერი უნდა ვიყოთ. 

მამაჩემი არაჩვეულებრივი ადამიანი, მამა, ბაბუა და მეცნიერი იყო,” ამბობს ფეი.

როგორც ცნობილი გახდა, ცნობილი ტელეწამყვანის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ