fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

15 წლამდე გოგონა ათენი-კორინთოს გზაზე ავარიაში დაიღუპა – მოზარდს არავინ ეძებს

ბერძნული მედია იუწყება, რომ ათენი-კორინთოს გზატკეცილზე ავტოავარიას 12-დან 15 წლამდე გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჩანს, ბავშვი გზის გადაკვეთას ცდილობდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენიმე მანქანა დაეჯახა და მისი გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.

ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ გოგონას არავინ ეძებს. მოზარდის ვინაობა უცნობია, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ ხერხდება მისი ნათესავების, ოჯახის წევრები მოძებნა, რათა ამ ამბის შესახებ შეატყობინონ.

საბერძნეთის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია ოჯახზე, რომელიც ამ ასაკის ბავშვს ეძებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მათ.

გოგონას ავტოავარიის დროს ეცვა სპორტული ნაცრისფერი შარვალი, ასევე ნაცრისფერი მაისური და სპორტული ფეხსაცმელი, მარკა “ASICS”.

 

onalem

ტესტ