fbpx
საბერძნეთი

ხვალ მიცოტაკისა და ციოდრას საგანგებო შეხედრა – ექსპერტთა საბჭო განგაშს აცხადებს

ხვალ, 29 დეკემბერს, კირიაკოს მიცოტაკისა და პროფესორ, სოტირის ციოდრას შორის საგანგებო შეხვედრაა დანიშნული. ისინი ერთმანეთს 09:30 საათზე შეხვდებიან, ხოლო 12:00 საათისთვის ექსპერტთა საბჭო გამართავს საგანგებო შეხვედრას.

საბერძნეთში 21.000-სზე მეტი ინფიცირებულის გამოვლენა განგაშის ზარი აღმოჩნდა. მთავრობა გეგმავს, რომ გაცილებით ადრე გამოაცხადოს ახალი შემზღუდველი ზომების ძალაში შესვლა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 3 იანვრამდე გამოცხადებული შეზღუდვები შემდეგია:

  1. პირბადის ყველგან, როგორც გარეთ, ღია სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში ტარება. (აქ შედის სავარჯიშო დარბაზები და სარესტორნო სფერო. კაფეებსა და ტავერნებში პირბადის მოხსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვებს და სასმელს მიირთმევთ.
  2. პირბადის ტარება სავალდებულოა ეკლესიებსა და თეატრებშიც.
  3. სუპერმარკეტებსა და საჯარო ტრანსპორტში სავალდებულოა ან ორი პირბადის ტარება ან გაძლიერებული დამცველობის პირბადის (N95) ტარება.
  4. მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმდება სადღესასწაულო ღონისძიებები.
  5. საბერძნეთში ნებისმიერი გზით შემოსვლიდან მე-2 და მე-4 დღეს ყველა მგზავრს მოეთხოვება Rapid ტესტის გაკეთება.
  6. არა ვალდებულება, მაგრამ მკაცრი რეკომენდაციაა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლამდე ადამიანებმა ჩაიტარონ თვით-ტესტირება.

    3 იანვრიდან იგეგმებოდა შემდეგი შეზღუდვების გამოცხადება:

  7. საჯარო ტრანსპორტის, სარესტორნო სფეროს და სუპერმარკეტების თანამშრომლებს მოეთხოვებათ ატარონ ორმაგი პირბადე ან KN95 ტიპის პირბადე.
  8. კაფე-ბარები, ტავერნები, რესტორნები და ღამის კლუბები იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე. ამ დროისთვის მუსიკა დაშვებულია, მაგრამ როგორც მინისტრმა განაცხადა, თუ უსაფრთხოების ზომები არ იქნება დაცული, მალე აიკრძალება.
  9. არ დაიშვებიან კლიენტები ფეხზე მდგომ მდგომარეობაში (ანუ დასაშვები იქნება მხოლოდ მაგიდებთან დასხდომა), ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანი.
  10. სტადიონებზე დაიშვება მაყურებელთა მხოლოდ 10%.
  11. მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში ვიზიტი დასაშვები იქნება 48 საათიანი PCR ტესტით, საავადმყოფოებში კი, აკრძალულია ვიზიტორთა მიღება.
  12. საჯარო და კერძო სექტორში დისტანციურ მუშაობაზე გადავა თანამშრომელთა 50%, ასევე იმოქმედებს მოძრავი/ცვალებადი გრაფიკი.

 

onalem

ტესტ