fbpx
საბერძნეთი

ორშაბათიდან საბერძნეთში ახალი ვაქცინებით აცრები იწყება – ნახეთ, ვისზე გასცემენ რეკომენდაციას ექსპერტები

ვაქცინაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბერძნეთში ახალი ტიპის ვაქცინებით აცრები იწყება ორშაბათიდან, 3 ოქტომბრიდან და ამისთვის უკვე დანიშნულია 12.185 ვიზიტი. პლატფორმა ვიზიტების დასანიშნად ხელმისაწვდომია 27 სექტემბრის შემდეგ.

პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივნის, მარიოს თემისტოკლეუს განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები განსაზღვრულია როგორც ბუსტერ დოზა, ანუ არ შეიძლება ისინი გაკეთდეს როგორც პირველი ან მეორე დოზა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ როგორც გამაძლიერებელი, ბუსტერ დოზა. განახლებული ვაქცინები ეფექტურია ომიკრონის შტამების წინააღმდეგ და ასევე კორონავირუსის იმ თავდაპირველი შტამის წინააღმდეგ, რომელიც უჰანში პირველად გავრცელდა, 2019 წელს.

ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, არიან 60 წელს ზემოთ ან აქვთ იმუნოდეფიციტის პრობლემა. აქედან გამომდინარე არ არსებობს ვალდებულება, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიკეთოს დამატებითი დოზა და ფაქტობრივად, არც რეკომენდაცია. განახლებული ვაქცინებით აცრის რეკომენდაცია ეხება საზოგადოების მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ნაწილს.

onalem

ტესტ