fbpx
საბერძნეთი

ეშინოდა, რომ ბავშვს გერმანიაში წაიყვანდა, ეჭვიანობდა თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალზე – ოჯახური ტრაგედიის დეტალები

კავალაში მომხდარმა ორმაგმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილია თავად დამნაშავეც, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვრცელდება დეტალები, რომლებიც ოჯახური ტრაგედიის უკან დგას.

არსებული ცნობებით, ნახევრად გერმანელი 31 წლის ქალი სოფელში ბებია-ბაბუის სახლში ცხოვრობდა, სადაც გაიცნო ფერმერი მამაკაცი და დაახლოებით 3 წლის მანძილზე იყვნენ ერთად. როგორც ირკვევა, ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან, მაგრამ ქალი დაფეხმძიმდა და ბავშვიც გააჩინა, რომელიც მამაკაცმა აღიარა კიდეც.

56 წლის მამაკაცი ქალზე პათოლოგიურად ეჭვიანობდა და ამ ყველაფერმა მათ ურთიერთობაში ბზარები გააჩინა, საბოლოოდ კი, როდესაც ქალმა განაცხადა, რომ გერმანიაში აპირებდა წასვლას და თავიანთი ჩვილის წაყვანასაც. მათ მეურვეობაზე დავა დაიწყეს და ბოლო ორი თვის მანძილზე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ვინაიდან სასამართლომ ბავშვის მეურვეობა ქალს მიანიჭა, 56 წლის მამაკაცმა ეს ვერ აიტანა და ორივე დახოცა.

onalem

ტესტ