fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქართველი და ფილიპინელი დამლაგებლები – კარგი ხელფასები და საჩუქრები ცნობილი ბერძნებისგან

ბერძნულ მედიასთან პანაიოტის ადამსმა ისაუბრა, რომელიც ერთ-ერთი სამსახურების ოფისის მფლობელია. ის ცნობილ ბერძნებს დამხმარე ქალების მოძებნაში ეხმარება და საუბრობს იმ დეტალებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, მოსახლეობის ყურამდე ძნელად აღწევს.

“დამხმარე ქალები ის ადამიანები არიან, რომლებიც უფრო ახლოს იცნობენ ცნობილ ვარსკვლავებს და ხედავენ მათ ყოველდღიურ ჩვევებს, იმას, რაც ტელეეკრანზე არ ჩანს. ასევე იცნობენ მათ რამდენიმე ნათესავსა და მეგობრებს.”

ელენი მენეღაკის ორი ფილიპინელი ქალი ჰყავდა, თუმცა, რაც იანის ლაციოს დაშორდა ერთი დაიტოვა, რომელიც მის გოგონაზე ზრუნავს. თუმცა, ამას გარდა ალაგებს მის სახლსაც. ერთადერთი პირობა, რაც მენეღაკის აქვს, არის ის, რომ ქალმა კერძები არ უნდა მოამზადოს. ეს საკითხი ელენის მთლიანად თავის თავზე აქვს აღებული. ცნობილია, რომ ის ფილიპინელს ძალიან ბევრ საჩუქრებს უკეთებს, მაგრამ არასოდეს ჩუქნის საკუთარ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ეს მისი ტაბუა. ამასთანავე, დამხმარე ქალი მისგან 1.400 ევროს იღებს.

თემის ანასტასიადისის ოჯახს, რომელიც სულ ახლახანს გარდაიცვალა, დამხმარე ქალთან განსაკუთრებული მოთხოვნა კერძებს ეხებოდა. ცნობილი რედაქტორისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რომ მის სახლში მომზადებულიყო ბერძნული ტრადიციული და ასევე, უცხოური კერძები. ამისთვის მისი ოჯახი ქალს 1.000 ევროს უხდის.

ტატიანა სტეფანიდუს ქართველი ქალი ეხმარება, რომელიც ზრუნავს როგორც ბავშვებზე, ასევე სახლზე. ამისთვის 1.000 ევროს იღებს და როგორც ადამსი ამბობს, ძალიან ბევრ საჩუქარს სტეფანიდუსგან, ხელფასის გარდა. ნიკოს ევანგელატოსი განსაკუთრებით პრეტენზიულია, რადგან მას სურს, რომ მისი სახლი მუდმივად ბრწყინავდეს.

დესპინა ვანდიმ ორი ფილიპინელი ქალის აყვანამდე კარგად გადაამოწმა მუშაობდნენ თუ არა ისი ადრე სხვა ცნობილ ოჯახებში და ჰქონდათ თუ არა გამოცდილება, შემდეგ მათ მუშაობა დაიწყეს და თვეში 1.300-დან 1.500 ევრომდე იღებენ.

 

 

onalem

ტესტ