fbpx
საბერძნეთი

დღეს სეზონისთვის უჩვეულო სიცხე საბერძნეთში – ხვალიდან ამინდი მკვეთრად იცვლება

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, დღეს, 1 ოქტომბერს, საბერძნეთში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ნესტიანობა ფიქსირდება. სეზონისთვის უჩვეულოა, მაგრამ დღეს რამდენიმე რეგიონში ჰაერი 35-36 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან, ამინდი მკვეთრად იცვლება.

36 გრადუსი დაფიქსირდება დასავლეთ პელოპონისოში, აღმოსავლეთ სტერეაში, ათენში კი, დღეს ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება.

საღამოს საათებიდან წვიმა და ადგილობრივი შტორმი მოსალოდნელია იონიის ზღვაზე, ეპირუსსა და ჩრდილო-დასავლეთ პელოპონისოში. ძლიერ ქარს, დიდი ალბათობით, თან ახლდება სეტყვაც.

არსებული ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა გამოიწვევს ძლიერი ქარიშხლების წარმოქმნას, რომელსაც თავად მარუსაკი საფრთხის შემცველს უწოდებს. იქროლებს ჩრდილოეთის ძლიერი ქარი, რომელიც ორშაბათსაც შენარჩუნდება, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურა, დაეცემა და დაუბრუნდება სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს.

onalem

ტესტ