fbpx
საზოგადოება

მკვლელობა კავალაში: 56 წლის მამაკაცი არავინ დაიტირა, დაკრძალვაზე მისი მამაც არ მივიდა

კავალაში მომხდარმა მკვლელობამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. არსებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი, რომელმაც 31 წლის ქალი და მათი საერთო შვილი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა, არავინ დაიტირა და პანაშვიდი არც გამართულა, ცხედარი პირდაპირ დასაკრძალად წაიღეს და სოფლიდან არავინ მისულა, მათ შორის, არც მამამისი. როგორც ირკვევა, ის შვილს არ ელაპარაკებოდა და მედიასთან რამდენიმე ხნის წინაც განაცხადა, რომ არ აპირებდა დაკრძალვაზე წასვლას. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ნათესავი მივიდა, რათა პროცესის ორგანიზება მოეხდინათ.

ქალისა და ბავშვის ცხედრების ექსპერტიზა დასრულებულია და როგორც შედეგები აჩვენებს, მამაკაცმა ჯერ ბავშვს ესროლა და ადგილზე მოკლა, შემდეგ კი, რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ იარაღში ტყვიები შეეცვალა და უკვე 31 წლის ქალისთვის ესროლა. ეს ნიშნავს, რომ ის შემზარავ სანახაობას შეესწრო – ნახა, როგორ მოკლა მამაკაცმა მათი 10 თვის ჩვილი.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ორივეს ცხედრებს გერმანიაში გადაასვენებენ დასაკრძალად.

onalem

ტესტ