fbpx
საზოგადოება

“10 მილიონი დრახმა და მერსედესი შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი”- ცნობილი მომღერლის აღიარება

ჟურნალ Espresso-სთან ხრისტინა დელიმ საკუთარ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. მომღერალმა მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება, თუ როგორ თქვა უარი 10 მილიონ დრახმასა და ახალ მერსედესზე, რომელსაც მას ბიზნესმენი სთავაზობდა. ეს კი მისი სურვილი არ ყოფილა.

-განქორწინების შემდეგ მოვიდა ახალი სიყვარული?

რამდენიმეწლიანი მარტოობის შემდეგ ერთი ბიჭი გავიცანი. დღეს ის ძალიან ცნობილი პირია და თავის ძმასთან ერთად ღამის კლუბების ბიზნესში მოღვაწეობს. ასევე ჰქონდა ტავერნა პაგრატზე და რესტორანი ოროპოში. მაშინ ღამის კლუბის გახსნაზე ოცნებობდა. ნაცნობების საშუალებით სიგრუზე კლუბი გახსნა, სადაც შემდეგ 7 წელი ვმღეროდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე ეჭვიანობის ტალღა არ წამოვიდა.

-რატომ დაშორდით?

მან სენტიმენტები და ინტერესები ერთმანეთში აურია. საშუალებას არ მაძლევდა კლუბიდან წავსულიყავი და ჩემი კარიერა უკეთესობისკენ წამეყვანა, მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. სწორედ მაშინ იყო, რომ ბიზნესმენმა,  Can Can-ის მფლობელმა 10 მილიონი დრახმა და ახალი მერსედესი შემომთავაზა, რომ მის კლუბში გადავსულიყავი, მაგრამ მან უარი ვუთხარი. მან ნება არ მომცა და უარი მათქმევინა.

პროფესიონალურად განადგურებული ვიყავი. 2009 წელს, როცა დავშორდით, ყველანაირი კონტრაქტი გავაუქმეთ და ყველაფერი დასრულდა.

onalem

ტესტ