fbpx
საზოგადოება

გემების ბრძოლა საბერძნეთის პორტებში შესასვლელად ძლიერი ქარის გამო (ვიდეო)

ხმელთაშუაზღვიური ციკლონის გამო ქვეყანაში რთული ვითარებაა, თუმცა, ყველაზე დიდი ქაოსი პორტებში შეიქმნა, სადაც გემებს შესვლა უჭირთ ან ისინი საერთოდ ცვლიან მარშრუტს, რადგან გზის გაგრძელება ეკიპაჟისთვის შეუძლებელია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეოები, რომლებსაც იღებენ ახლოს ან თავად გემებზე მყოფი ადამიანები. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გრძნობენ მგზავრები, როდესაც ქარი იმდენად ძლიერია, რომ, რომ არა კარგად მომზადებული და გამოცდილი ეკიპაჟი, გემი აღებულ გეზს ავტომატურად გადაუხვევდა.

ქვემოთ მოცემული ვიდეო გადაღებულია კუნზულ ტინოსთან, სადაც Superferry პორტში შესვლას ცდილობს, ქარი კი მას საგრძნობლად აფერხებს.

გემი კუნძული ანდროსიდან რაფინასკენ მიდიოდა, თუმცა, აღნიშნული პრობლემის გამო, კაპიტანმა ახლოს მდებარე ტინოსის პორტში შესვლა გადაწყვიტა.

მოგვიანებით კი, გემმა თავდაპირველი მარშრუტი შეასრულა.

https://www.facebook.com/rafail.apergis/videos/10212735619885802/

 

onalem

ტესტ