fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ფურცელი ან კოდი, რომელიც აუცილებელი იქნება ვაქცინის გასაკეთებლად?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა ისაუბრა იმ დეტალების შესახებ, რომლებიც უკავშირდება საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესს. მინისტრის განცხადებით, ვაქცინის გასაკეთებლად თითოეულმა მოქალაქემ უნდა დანიშნოს წინასწარ ვიზიტი აფთიაქში და ამის შემდეგ გადაეცემა სპეციალური ფურცელი, რომელიც დანიშნულ დროს ვაქცინაციის ცენტრში უნდა წარადგინოს.

“ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ რამდენი ადამიანის ვაქცინაცია მოხდება რეალურ დროში. როდესაც მოქალაქე მივა აფთიაქში ვიზიტის დასანიშნად, ფარმაცევტი ამობეჭდავს სპეციალურ ფურცელს, რომელიც შემდეგ უნდა წარადგინოს ვაქცინაციის ცენტრში მისვლისას. გვინდა, რომ ხალხისთვის ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი და ნაკლებ პრობლემასთან დაკავშირებული. 

მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდებათ ყველა შესაძლო გზით. ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონულ საშუალებებზე წვდომა და არ შეუძლიათ მათი გამოეყენება, ვიზიტის დანიშვნა შეეძლებათ აფთიაქებსა და ΚΕΠ-ის ოფისებში. 

თუკი ვინმე დანიშნულ დროს მისვლას ვერ შეძლებს, ექნებათ შესაძლებლობა დანიშნონ ახალი ვიზიტი, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება ხელმისაწვდომობაზე, ანუ შესაძლოა იყოს გვიან. 

საკომუნიკაციოდ ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ნომერს 13034. სწორედ აქედან მიიღებს მოსახლეობა SMS ან ზარს. მათ ასევე შეუძლიათ გააგზავნონ SMS, თავიანთი AMKA-ს ნომრით, რათა გაიგონ, აქვთ თუ არა უპირატესობა, ვაქცინის უახლოეს მომავალში გასაკეთებლად,” განაცხადა პიერაკაკისმა.

ამრიგად, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობას შეუძლია მივიდეს აფთიაქებში, KΕΠ-ში ან გამოიყენოს საკუთარი AMKA-ს ნომერი და გააგზავნოს 13034-ზე.

 

onalem

ტესტ