fbpx
საბერძნეთი

ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხორცი სუპერმარკეტებში – საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას ქათმის სუვლაკთან დაკავშირებით, რომლის მოხმარებაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქათმის ხორცი შეიცავს სალმონელას ბაქტერიას, რაც ნიშნავს, რომ მოხმარებიდან დაუყოვნებლივ უნდა ამოიღონ.

საუბარია გაყინულ ქათამზე, წარმოების თარიღით: 24-01-2023 და ვადის გასვლის თარიღით 24-01-2024, მწარმოებელი კომპანია FOOD MASTER AEBE.

ქათმის მომზადება და მირთმევა შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს ადამიანისთვის, შესაბამისად, მოსახლეობას მოუწოდებენ არ გამოიყენონ ის, თუ უკვე შეიძინეს, ხოლო სუპერმარკეტებიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ გაყიდვიდან.

იხილეთ კონკრეტული პროდუქტი:

onalem

ტესტ