fbpx
საბერძნეთი

110.000 ევროს ჯარიმა ბერძენ დამსაქმებლებს, რომლებიც თანამშრომლებს 45 გრადუსში ამუშავებდნენ

შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად საბერძნეთში უამრავი დაწესებულების ხელმძღვანელი დაჯარიმდა. როგორც ცნობილია, გვალვის პირობებში აკრძალული იყო ნებისმიერი სამუშაოს შესრულება 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, შესაბამისად, ვინც თანამშრომლებს ამუშავებდა მაგალითად: მშენებლობებზე ან მიტანის სერვისზე, ჩაითვალა კანონდარღვევად.

არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ დამსაქმებლები ჯარიმების მოლოდინს არ შეუშფოთებია და მაინც ამუშავებდნენ თანამშრომლებს, საერთო ჯამში გამოიწერა 110.000 ევროს ოდენობის ჯარიმები და მათი უმეტესობა ეხებოდათ დამსაქმებლებს, რომლებიც თანამშრომლებც 45 გრადუს სიცხეში ამუშავებდნენ.

სულ ჩატარდა 641 შემოწმება, აქედან კი, 179 ეხებოდა შეკვეთის მიტანის სერვისს.

ჩანს, რომ დამსაქმებლებს, რომლებიც მოგების მიღების მიზნით თანამშრომლებს ექსტრემალური სიცხის პირობებში ამუშავებდნენ, ახლა ხარჯის გაღება მოუწევთ ჯარიმებისა დასაფარად.

onalem

ტესტ