fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: ბერძენმა პოლკოვნიკმა ვალების გამო ყალბი ხელყუმბარით ბანკი სამჯერ გაძარცვა – მამაკაცმა 7000 ევრო გაიტანა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, არგირუპოლში მდებარე ბანკის ძარცვის უკან 53 წლის პოლკოვნიკი დგას, რომელმაც ფილიალი ყალბი ხელყუმბარით გაძარცვა. ის გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ბანკს მესამედ დაესხა თავს.

მედია იუწყება, რომ 53 წლის პოლკოვნიკი უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია, ფინანსების მხრივ, აქვს დიდი რაოდენობით ვალები და სავარაუდოდ, ამ ყველაფერმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ბანკი გაეძარცვა. მის მიერ წაღებული თანხის ოდენობა 7.000 ევროა. გარდა ამისა, არ აქვს სახლი და ბოლო პერიოდში მეუღლესა და არასრულწლოვან ვაჟთან ერთად ათენის სხვადასხვა სასტუმროებში ცხოვრობდა. მან გუშინ ბანკის ფილიალი მას შემდეგ გაძარცვა, რაც დედა დაკრძალა, ფაქტობრივად, დაკრძალვიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ცნობილი კრიმინალისტი, ანდრეას თეოდოროპულო აცხადებს, რომ საუბარია არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანზე, რომელიც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. რაც შეეხება ხელყუმბარას, მას დინამიტის ნაცვლად, შამპუნის ბოთლები ჰქონდა ერთმანეთზე დამაგრებული. ძარცვა იმდენად ცუდად ჰქონდა დაგეგმილი, რომ ადგილზე ოჯახის კუთვნილი მანქანით მივიდა და ფილიალის გვერდით გააჩერა.

მისი განმარტებით, ძარცვა ვალების გამო ჩაიდინა, რომლებიც აზარტულ თამაშებში წაგების გამო ჰქონდა.

 

onalem

ტესტ