fbpx
საბერძნეთი

კრეტა: 2 წლის გოგონამ ქლორი დალია, მისი მშობლები კი, შვილის მკურნალობაზე უარს ამბობენ

ბერძნული მედია უჩვეულო შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა.

როგორც ირკვევა, 2 წლოს გოგონამ შემთხვევით ქლორი დალია და შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. ზუსტი მიზეზები, თუ როდის დარჩა ბავშვი უყურადღებოდ და შედეგად ქლორი იპოვა, უცნობია.

გოგონა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი მდგომარეობის დასტაბილურება მოახერხეს, მაგრამ განაცხადეს, რომ სჭირდება მკურნალობის კონკრეტული კურსი.

მომხდარში ყველაზე უცნაური ის არის, რომ მცირეწლოვნის მშობლები კატეგორიულ უარს აცხადებენ შვილის მკურნალობაზე, ექიმები ამ დრომდე ცდილობენ მათ დარწმუნებას.

წინასწარი ცნობებით, ოჯახი ბოშური წარმოშობისაა.

onalem

ტესტ