fbpx
საბერძნეთი

ატიკის ზოოლოგიური პარკიდან გაქცეული 27 წლის შიმპანზე მოკლეს – აქცია ცხოველთა დაცვის ფედერაციის მხრიდან

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის ზოოლოგიური პარკიდან გაიქცა ასაკით ყველაზე დიდი შიმპანზე, რომლის სიმაღლეც 1,80 მეტრი იყო, ასაკი კი 27 წელი. სამწუხაროდ, ზოოლოგიურ პარკში გააქტიურდა უსაფრთხოების პროტოკოლი და ვინაიდან თანამშრომლები აბსოლუტურად უძლურები იყვნენ ცხოველის წინაშე, მისი მოკვლა გადაწყდა.

როგორც ირკვევა, მის გაქცევას წინ უძღვოდა გარკვეული დაპირისპირება შიმპანზეებს შორის, შემდეგ კი, მაიმუნმა მოახერხა გადაელახა მაღალი ელექტროგადამცემი ხაზებიც და წყლით სავსე თხრილი. შიმპანზე ზოოლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი აღმოჩნდა, თანამშრომლებმა ის ვერ დაიჭირეს და 20 წუთის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის გაენეიტრალებინათ, რაც ნიშნავდა მის მოკვლას.

აღნიშნულთან დაკავშრებით ცხოველთა დაცვის ფედერაცია საღამოს აქციის გამართვას გეგმავს, ზოოლოგიური პარკის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ცხოველზე საანესთეზიო საშუალების მოქმედებას დაახლოებით 5-10 წუთი სჭირდება, ხოლო როდესაც მის სხეულში ამაღლებულია ადრენალინი, ეს დრო შეიძლება 20 წუთამდე გაიზარდოს, ვინაიდან შიმპანზეები მიეკუთვნებიან სახიფათო ცხოველების ჯგუფს, ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებულია მათი განეიტრალება.

onalem

ტესტ