fbpx
საბერძნეთი

SMS 13033-ზე, გადაადგილება და ვაქცინაცია – ყველაფერი, რაზეც მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ ისაუბრა

მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა SMS-ების მოხსნის საკითხზე, ასევე, გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები და სავარჯიშო დარბაზები. სპიკერმა ხაზი გაუსვა, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაცია საბერძნეთში და უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ მოქალაქემ თავად აირჩიოს, რომელ ვაქცინას გაიკეთებს.

“15 მაისამდე ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. SMS-ის გაგზავნის ვალდებულება 13033-ზე მანამდე არ მოიხსნება. მომდევნო კვირაში ვნახავთ, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით საბავშვო ბაღების გახსნის საკითხზე არ ვმსჯელობთ, რადგან ეს ბავშვები ძალიან პატარები არიან და არც პირბადეს ატარებენ და თვითტესტირება რთული საქმეა. არ განვიხილავთ არც სავარჯიშო დარბაზების გახსნას.

15 მაისიდან, როდესაც ტურიზმი გაიხსნება, დასაშვები გახდება რეგიონებს შორის გადაადგილებაც. შესაბამისად, მოიხსნება SMS-ების გაგზავნის წესი. 

რაც შეეხება ვაქცინაციას, მიმდინარეობს სწრაფი ტემპით და მინდა აღვნიშნო, რომ რეანიმაციაში მოხვედრილ ადამიანთა 95% არ არის ვაქცინირებული. უნდა გავიგოთ, რომ ეს წამლები არის ხსნა და ერთადერთი საშუალება, რომ დავუბრუნდეთ ძველ, თავისუფალ ცხოვრებას.

ამ მომენტისთვის მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ვაქცინა და უახლოესი მომავლისთვის პლატფორმის ამ ფორმით გახსნა არ იგეგმება,” ამბობს პელონი.

onalem

ტესტ