fbpx
საზოგადოება

“დღეს ჩემი ბოლო დღეა” – კრატეროს კაცულის გამომშვიდობება და კატერინა კარავატუს ცრემლები

7 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კრატეროს კაცულიმ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ ტელეკომპანია STAR-სა და გადაცემას, “Στη φωλιά των Κου Κου”, ტოვებს.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ისაუბრა მიზეზებზე, რომელთა გამოც ტელევიზიიდან მიდის, ხოლო მისი მეუღლე და თანამწამყვანი, კატერინა კარავატუ ძალიან აღელვებული იყო და ცრემლებს ვერ იკავებდა.

“მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ბოლო დღეა. ვტოვებ გადაცემას, ვტოვებ დილას. იკეტება ერთი წრე, ყველაზე ლამაზი ფორმით, რაც კი შეიძლებოდა, დიდი სიხარულით, დიდი სიყვარულითა და გულის აჩუყებით. ეს იყო ჩემი დიდი სურვილი, რომელსაც არხი პატივისცემით მოეკიდა.”

კრატერომ თქვა, რომ არხიდან მიდის ფილმის, “Σμύρνη μου αγαπημένη-ს”, გამო, სადაც როლი უნდა შეასრულოს და ძალიან ბევრ რამეს ვერ შეძლებდა, ტელეკომპანიას რომ მისთვის წასვლის უფლება არ მიეცა.

onalem

ტესტ