fbpx
საზოგადოება

“გარდაიცვალა და მისი ძალიან ბევრი ფული უკვალოდ გაქრა” – გაურკვეველი გარემოებები ცნობილი რეპერის სიკვდილის შემდეგ

Mad Clip-ის (პიტერ ანასტასოპულოს) გარდაცვალება დიდი ტრაგედია აღმოჩნდა საბერძნეთის მთელი ახალგაზრდობისთვის, თუმცა, ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ კიდევ არ წყდება, რადგან არსებობს ბევრი ბუნდოვანი გარემოება. ოჯახისთვის აუხსნელია, როგორ გაქრა მომღერლის ცხედრიდან 10.000 ევროს ღირებულების ჯვარი.

მისი ოჯახი ამბობს, რომ გარდა ამ ჯვრისა, გამქრალია მომღერლის მთელი ქონებაც.

“ძალიან ბევრი ფული ჰქონდა და ახლა ვერაფერს ვპოულობთ. ერთადერთი, ვინც შეიძლება იცოდეს ამის შესახებ, არეტია (ანასტასოპულოს ყოფილი შეყვარებული). ჩემი შვილიშვილი ბევრ ფულს ხარჯავდა, ყიდულობდა სხვადასხვა ნივთებს, მეგობრებსაც აძლევდა, ეხმარებოდა მათ, მაგრამ აშკარაა, რომ დიდი ფულია გამქრალი.

მას არ ჰქონდა საბანკო ანგარიშები. ვეუბნებოდი, რომ გაეხსნა ანგარიში და არ მისმენდა. არ არსებობს მის სახელზე რაიმე ანგარიში. მეუბნებოდა, რომ ფულს სახლში არ ინახავდა, მაგრამ სად ჰქონდა, არ ვიცით, მხოლოდ არეტიმ შეიძლება იცოდეს,” აბობს მისი ბაბუა.

უცნობია, მართლაც აქვს თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია გოგონას, თუმცა, ისინი უკვე დაშორებულები იყვნენ და ანასტასოპულოს სხვა ურთიერთობა ჰქონდა წამოწყებული, GNTM-ის გამარჯვებულთან, ანა-მარია ილიადუსთან.

ვარაუდი, რომ არეტიმ შეიძლება რაიმე იცოდეს, იქიდან გამომდინარეობს, რომ წყვილს მრავალწლიანი ურთიერთობა ჰქონდა და არ არის გამორიცხული, რომ მომღერალს მისთვის მსგავსი დეტალები გაემხილა.

onalem

ტესტ