fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილი ახალშობილი და დედა, რომელმაც თავის მოკვლა სცადა

ბრიტანელი 30 წლის ქალისა და მისი ახალშობილის დასვენება საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კერკირაზე, ტრაგედიით დასრულდა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ჩვილი ბავშვი, ხოლო თავად 30 წლის ქალმა, მას შემდეგ, რაც შვილის სიკვდილის შესახებ გაიგო, თვითმკვლელობა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით ქალმა შვილს სპეციალური საწოვარიანი ბოთლით საჭმელი მისცა. როდესაც ბავშვმა ჭამა დაასრულა, დედამ ცარიელი ბოთლი არ გამოართვა და ხელში დაუტოვა, რათა საწოვარით გართობილიყო და იფიქრა, რომ ასე ჩაეძინებოდა.

დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე, ბრიტანელი შვილთან მივიდა, რომ ენახა გაიღვიძა თუ არა, თუმცა, ბავშვი არ მოძრაობდა და არც მის ხმაზე ჰქონდა რეაქცია. ამის ფონზე ის პანიკაში ჩავარდა და სასტუმროს პერსონალს დაუძახა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრში დაერეკათ.

ადგილზე მისულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ჩვილი უკვე გარდაცვლილი იყო, სავარაუდო მიზეზად კი დახრჩობა სახელდება.

ქალმა ამ ყველაფრის მოსმენისას თავზე კონტროლი დაკარგა და საკუთარი ოთახის ფანჯრიდან გადახტომა სცადა, რომ თავი მოეკლა. საბედნიეროდ, ბოლო წუთს სასტუმროს თანამშრომლებმა დაიჭირეს და ოჯახი კიდევ ერთი ტრაგედიისგან იხსნეს.

ბრიტანელი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ, ვინაიდან მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაშია, ხვალ კი ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რათა დადგინდეს, არის თუ არა ქალი პასუხისმგებელი საკუთარი შვილის გარდაცვალებაზე.

onalem

ტესტ