fbpx
საბერძნეთი

ნიკეას საავადმყოფოსთან 63 წლის ქალს მამაკაცმა მჟავა შეასხა – რა მიზეზს ასახელებს ის?!

ინციდენტი შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო, თუმცა, საბედნიეროდ, 63 წლის ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

დღეს დილით ნიკეას საავადმყოფოსთან მას 57 წლის მამაკაცი დაესხა თავს და მჟავა შეასხა. როგორც ცნობილი გახდა, თავდამსხმელს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გადაყვანისას ოფიცრებს განუცხადა, რომ დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ ქალმა მისი გაუპატიურება სცადა.

გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ 63 წლის ქალბატონი მისი სიდედრია, თუმცა, მოგვიანებით ეს ვერსია რამდენჯერმე შეცვალა და საბოლოოდ, შეუძლებელი გახდა გარკვევა, აქვთ თუ არა მათ რაიმე ნათესაური კავშირი. პოლიცია ჯერ კიდევ ცდილობს მომხდარის მიზეზების გარკვევას.

*პარალელურად კი, 48 საათში შედგება სასამართლო პროცესი, რომელზეც იოანა პალიოსპირუზე თავდასხმა განიხილება და ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. იოანა ამბობს, რომ უნდა თვალებში შეხედოს ქალს, რომელმაც გაანადგურა და დაინახოს, თუ რამხელა კატასტროფა გამოიწვია.

onalem

ტესტ