fbpx
საბერძნეთიფინანსები

10-დან 4 ბერძენი შვებულების დროსაც ამზადებს კერძებს, რომ კვების ხარჯები შეამციროს – საშუალოდ ისინი 118 ევროს ხარჯავენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბერძნების სულ უფრო და უფრო მეტი ნაწილი ირჩევს თავად მოამზადოს კერძები მაშინ, როდესაც შვებულებაში არიან წასულები და ტავერნებსა და რესტორნებს ნაკლებად ეწვიოს, მიზანი კი, საკუთარი კვების ხარჯების შემცირებაა. ირკვევა, რომ საშუალოდ ისინი 118 ევროს ხარჯავენ შვებულების მანძილზე, 45% აცხადებს, რომ ურჩევნია თავად მოამზადოს კერძი, რომ მეტი თანხა არ დახარჯოს.

ΣΕΛΠΕ-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, წელს ფიქსირდება შვებულების უფრო ეკონომიურად გატარების ტენდენცია, ზოგიდასასვენებლად მიდის ძირითადად საკუთარ აგარაკზე (22%), ზოგი მეგობრის ან ოჯახის წევრის სახლში (26%), 20% ირჩევს ოთახის ქირაობას, ხოლო მხოლოდ 9% აკეთებს არჩევანს სასტუმროზე, 6%-ს ურჩევნია, რომ კარავი გაშალოს (კემპინგი).

საშუალოდ შვებულების დროს პროდუქტების შესაძენად ხარჯავენ 230 ევროს, ხოლო აქედან 118 ევრო (51%) ეხება კვების ობიექტების გარეთ შეძენილ პროდუქტს (იგულისხმება სუპერმარკეტები, სურსათის მაღაზიები და ა.შ.). საშუალოდ 52 ევრო იხარჯება ტურისტული ნივთების შესაძენად (სუვენირები), 59 ევრო კი, სხვა ნივთებზე: ტანსაცმელი, სამკაული, სათამაშოები და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს შიდა ტურიზმის ხარჯი ბერძნებისთვის 15%-ით ნაკლები იქნება, შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე.

 

onalem

ტესტ