fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სასტუმროს მეპატრონე თანამშრომლებს ხელფასს ურიცხავდა და შემდეგ უკან სძალავდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა. სასტუმროს 46 წლის მეპატრონეს ბრალად შრომის კანონმდებლობის დარღვევა და თანამშრომლებისგან თანხის გამოძალვა ედება.

როგორც ირკვევა, ის ჩვეულებრივად, კანონის მიხედვით განსაზღვრულ თანხას ურიცხავდა თანამშრომლებს საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ მას შემდეგ მათგან კატეგორიულად ითხოვდა, თანხის ნაწილის უკან მიცემას.

სასტუმროს პერსონალი დაუკავშირდა ადგილობრივ პოლიციას და განაცხადეს მისი ქმედებების შესახებ, რის შემდეგად დაიწყო გამოძიება. პოლიციის ოფიცრებმა ფული მონიშნეს და მამაკაცს ხაფანგი დაუგეს. როდესაც მან თანამშრომლებისგან ითხოვა თანხის დაბრუნება, ის თანხა მისცეს, რაც მონიშნული იყო და ფაქტზე დააკავეს.

მის წინააღმდეგ საქმე დაუყოვნებლივ აღიძრა.

onalem

ტესტ