fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კლიმატური ფენომენი “ევა” აქტიურდება – საგანგებო პროგნოზი და მოსახლეობის გაფრთხილება

საბერძნეთში დღეს, დღის მეორე ნახევრიდან კლიმატური ფენომენი “ევა” აქტიურდება, რაც ნიშნავს, რომ მზიან და თბილ ამინდებს უნდა დავემშვიდობოთ და ნოემბრისთვის ჩვეულ სუსხს ველოდოთ. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ მოსალოდნელია უხვი ნალექი და ძლიერი ქარი, რაც სახიფათო პირობებს შექმნის ზოგიერთ რეგიონში.

მიუხედავად ამისა, დღეს უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, ხოლო უქმეებზე ნალექს ველით თესალონიკშიც და ატიკაშიც. სახიფათო ფენომენი ძირითადად მოსალოდნელია კვირა დღეს, შუადღის საათებში. უხვი ნალექი მოვა კრეტას დასავლეთით, სამხრეთ პელოპონისოსა და ეგეოსის აღმოსავლეთით.

ხვალ ძლიერი ქარი იქროლებს იონიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონისოში. კვირა დღიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა, ქარის ძალა კი 6-დან 7 ბალამდე იმერყევებს.

ატიკაში იწვიმებს შაბათს ღამიდან კვირას შუადღემდე და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი მოსალოდნელია რეგიონის დასავლეთითა და სამხრეთით.

ამინდი ათენში ხვალ და ზეგ:

onalem

ტესტ